Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სტივ ჯობსი შვილებს IPHONE-ით და iPad-ით სარგებლობას უკრძალავდა
Saintereso.com
25 July 2016, 14:10
  The New York Times-ის ჟურნალისტმა ერთხელ სტივ ჯობს დაუსვა კითხვა, რამდენად უყვართ მის შვილებს iPad-ი. "ისინი მას არ იყენებენ, ჩვენ ბავშვებიოსათვის მაქსიმალურად ვზღუდავთ დროს, როდესაც მათ უფლება აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობისათვის," - უპასუხა ჯობსმა. ამ პასუხით ჯობსმა დაანგრია ის მითი, თითქოს მისი სახლი, ტექნოლოგიური ცენტრივით, სხვადასხვა თანამედროვე მოწყობილობებით იყო გატენილი. როგორც გაირკვა, ჯობსების ოჯახში საერთოდ აკრძალული იყო ბავშვებისათვის მობილური და კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობა ღამის საათებსა და დასვენების დღეებში. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად იქცევა თანამედროვე ტექნოლოგიების თითქმის ყველა "გურუ". "ჩემი შვილები მე და ჩემს ცოლს ფაშისტებს გვეძახიან ამის გამო. მე ყველაზე კარგად ვხედავ თუ რა საფრთხეს შეიცავს ინტერნეტით დიდი ხნით სარგებლობა, მე თავად შემექმნა პრობლემები და არ მინდა, რომ ანალოგიური რამ ჩემს შვილებსაც დაემართოს," - აცხადებს კრის ანდერსონი, 3D Robotics-ის აღმასრულებელი დირექტორი. როგორც ჩანს, ტექნოლოგიის მამები შვილებისათვის საფრთხეს არა მარტო პორნოსაიტებსა, ძალადობისა და სხვადასხვა ფობიების პროპაგანდაში ხედავენ, არამედ მათი მხრიდან ინტერნეტზე, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულებაშიც.     წყარო: newposts.ge
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი